მოცემილი სტატია გაგაცნობთ საფეხურებს, რომლის საშუალებითაც კლასის კოდის გამოყენებით თქვენი სტუდენტები შეუერთდებიან CodeMonkey-ის კლასს. მოცემული ხერხი მისაღებია როგორც ახალი სტუდენტებისთვის, რომლებიც პირველად უერთდებიან CodeMonkey კლასს, ასევე არსებული ანგარიშების მქონე სტუდენტებისთვის, რომლებსაც ასევე შეეძლებათ შეუერთდნენ CodeMonkey-ის ახალ კლასს.
ახალი სტუდენტებისათვის, რომლებიც პირველად შექმნიან CodeMonkey ანგარიშებს, მასწავლებლებს შეუძლიათ გააზიარონ Sign-Up URL , რათა ისინი კლასში უფრო მარტივად გაწევრიანდნენ. ამ URL-ის გამოყენებით, სტუდენტებს აღარ დასჭირდებათ კლასის კოდის თავად აკრეფა.
ასევე ახალი სტუდენტებისთვის, რომლებიც CodeMonkey-ს შეუერთდებიან, შეგიძლიათ მათთვის გააზიაროთ საკლასო კოდი, რათა შექმნან საკუთარი CodeMonkey ანგარიშები, ან შევიდნენ ჩვენი single-sign-on შესვლის კონკრეტული ვარიანტის გამოყენებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უკვე აქვთ ანგარიში სხვა პლატფორმებზე.
შემდეგი ვიდეო ახსნის ამ პროცესს:
ან შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს:
-
გადადით www.codemonkey.com-ზე
-
დააწკაპუნეთ "sign-up"
-
დააჭირეთ "student"
-
დააწკაპუნეთ „Yes, I have a classroom code“
-
შეიყვანეთ კლასის კოდი
-
დაასრულეთ რეგისტრაცია ამ პროცესის დასრულებით. სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი მომხმარებლის სახელი ან გამოიყენონ Google/Office 365/Clever/ClassLink რეგისტრაციისთვის.
როდესაც სტუდენტი დაასრულებს ზემოთ მოცემულ მოქმედებებს, ის ავტომატურად დაემატება თქვენს კლასს.
სტუდენტებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ CodeMonkey-ის ანგარიში და სურთ ახალ კლასთან შეერთება, შეგიძლიათ გაუზიაროთ კლასის კოდი და სთხოვოთ მათ, რომ მიჰყვნენ მოცემულ ინსტრუქციას, რათა შეუერთდნენ ახალ კლასს:
-
შედით მათ CodeMonkey ანგარიშზე.
-
დააწკაპუნეთ მენიუს ხატულაზე ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიეთ „JOIN A CLASSROOM“.
3. ისინი მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც მოითხოვს მიმდინარე კლასიდან გასვლის დასტურს და OK ღილაკზე დაჭერას.
3. სტუდენტები მიიღებენ შეკითხვას "Do you have a classroom code?" რომელზეც უნდა უპასუხონ "Yes, I have a classroom code"-ზე დაწკაპებით.
4. სტუდნეტები შეიყვანენ კლასის კოდს და დააწკაპებენ ღილაკზე ENTER.
5. სტუდენტები (კლასის სახელით) მიიღებენ დამადასტურებელ შეტყობინებას, რომელიც აცნობებს მათ კლასთან მიერთების შესახებ.
** საკლასო ოთახთან შეერთების პროცესი ხორციელდება ერთჯერადად. როგორც კი სტუდენტი შეუერთდება კლასს, ის უკვე კლასში იქნება შემდეგ ჯერზეც, როდესაც ის დააპირებს CodeMonkey-ის ანგარიშში შესვლას.
სტუდენტები, რომლებიც იყენებენ SSO ვარიანტს CodeMonkey-თან შესაერთებლად, უნდა მიჰყვნენ მოცემულ ინსტრუქციებს, რათა შეუერთდნენ თავიანთ კლასს:
სტუდენტები უერთდებიან CodeMonkey-ს Clever-ის მეშვეობით
სტუდენტები უერთდებიან CodeMonkey-ს ClassLink-ის საშუალებით