შექმენით სერთიფიკატი დამოუკიდებლად

სტატია განმარტავს, თუ როგორ შეუძლია კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს(ან ბავშვს სახლის პირობებში) შექმნას სერტიფიკატი.
ავტორი CodeMonkey საქართველო
განახლდა 1 წლის წინ

ბავშვებს და სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან და ჩამოტვირთონ საკუთარი სერტიფიკატები კურსის დასრულების შემდეგ.

თუ თქვენ ხართ სტუდენტი, სერთიფიკატები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ძირითადი 'Courses' გვერდიდან.

მშობლებს ასევე შეუძლიათ ჩამოტვირთონ შვილის სერთიფიკატი 'Course Progress' გვერდიდან.

** გთხოვთ გაითვალისწინოთ: როდესაც ბავშვი/მოსწავლე ჩამოტვირთავს საკუთარ სერტიფიკატს, მასში არ იქნება მითითებული მასწავლებლის სახელი. განსხვავებით მასწავლებლის ჩანაწერთა წიგნიდან გაცემული ცნობებისა.

სერთიფიკატის ჩამოსატვირთად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

1. დასრულების შემდეგ, კურსის ესკიზი მონიშნული იქნება "checkmark" ნიშნით, რომელიც ასე გამოიყურება:

2. კურსის პატარა ხატულაზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა.

3.ფანჯარაში დააწკაპუნეთ 'Download Certificate' ღილაკზე, რათა გადმოწეროთ სერთიფიკატი თქვენს კომპიუტერში.

გილოცავთ!

დაგეხმარათ სასურველი ინფორმაციის მიღებაში?