რა არის საკლასო საინფორმაციო დაფა?

ავტორი CodeMonkey საქართველო
განახლდა 1 წლის წინ

საკლასო საინფორმაციო დაფა არის ადგილი სადაც შეგიძლიათ თქვენს მიერ შექმნილი CodeMonkey-ის თითოეული კლასის მონაცემებისა და მოქმედებების ნახვა. საინფორმაციო დაფა აგებულია შვიდი ჩანართისაგან:

  1. progress - თვალყური ადევნეთ სტუდენტის პროგრესს, იპოვეთ ამოხსნა ყველა კურსისთვის და ნახეთ სტუდენტების ამოხსნები .

  2. lessons - პროგრამირების სათავგადასავლო გაკვეთილების გეგმები ინტეგრირებულია საკლასო დაფაში, რაც გაგიმარტივებთ პროგრამირების გაკვეთილების ჩატარებას .

  3. students - შეგიძლიათ მართოთ სტუდენტების ანგარიშები და მოიწვიოთ თანამასწავლებლები კლასში.

  4. Courses- აქ ნახავთ კურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საკლასო ოთახში (თქვენს გამოწერებზე დაყრდნობით) და მიანიჭეთ შესაბამისი კურსები კლასს.

  5. Quizzes/Assessment Tool- დაურიგეთ ვიქტორინები მოსწავლეებს პროგრამირების ცნებების გაგების დონის შესაფასებლად. შეიტყვეთ მეტი აქ.

  6. Gradebook - ნახეთ სტუდენტების შეფასებები კურსებში მათ მიერ  გამოწვევების გადაჭრის ხერხების  საფუძველზე და მონაცემები მათი დონის შესახებ კონკრეტულ CS თემებზე .

  7. showroom - ნახეთ თქვენი კლასის შემოქმედება (თამაშები და გამოწვევები).

დაგეხმარათ სასურველი ინფორმაციის მიღებაში?