ვირტუალური საკლასო ოთახის გამართვა კოდის გამოყენებით

სტატია დაგეხმარებათ კოდის გამოყენებით CodeMonkey-ის ვირტუალური საკლასო ოთახების გამართვაში, სტუდენტების სიასა და SSO შესვლაში.
ავტორი CodeMonkey საქართველო
განახლდა 1 წლის წინ

მოცემულ სტატიაში განხილულია ის ნაბიჯები, რომლის საშალებითაც მასწავლებელი შეძლებს კლასის კოდის საშუალებით გამართოს კლასები. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეუერთდნენ ამა თუ იმ კლასს და მიაწვდის მათ CodeMonkey-ის პლათფორმაზე მასწავლებლის მიერ შერჩეულ შესვლის მეთოდს. (სახელმძღვანელოს ან SSO-ის საშუალებით) მოცემული ხერხი გამოსადეგია როგორც ახალი სტუდენტებისთვის, რომლებიც პირველად შეუერთდებიან CodeMonkey კლასს, ასევე უკვე სხვა ანგარიშის მქონე სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც სურთ ახალ კლასში გაწევრიანება (გადაყვანა).

კლასის კოდის გამოყენებით ვირტუალური საკლასო ოთახის გასამართად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. შედით თქვენს CodeMonkey-ის ანგარიშში და გადადით ჩანართზე "My Classrooms" მენიუს მარცხენა ნაწილში .

  2. დააწკაპუნეთ კლასზე, რომლის კლასის კოდით გამართვაც გსურთ. (გაითვალისწინეთ, რომ არჩეული კლასის კოდი მითითებული იქნება ვირტუალურ საკლასო მაგიდაზე თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას .

3. შემდეგ, დააწკაპუნეთ ჩანართზე "Students" ვებგვერდის ზედა ნაწილში. ზედა მარჯვენა კუთხეში იხილავთ კლასის კოდს. თქვენ ასევე იხილავთ ღილაკს "Add Students". გამართვის გასაგრძელებლად კი დააწკაპეთ მოცემულ ღილაკს.

4. ეკრანზე ნაჩვენები ფანჯრიდან აირჩიეთ "Class Code".

5. ფანჯარაში გამოჩნდება თქვენი კლასის კოდი და საჭიროების შემთხვევაში გექნებათ მისი აღდგენის შესაძლებლობა. კლასის კოდის ქვემოთ თქვენ საშუალება გექნებათ აირჩიოთ შესვლის სხვადასხვა ვარიანტი თქვენი სტუდენტებისთვის. შეარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც გსურთ, რომ გამოიყენონ თქვენმა სტუდენტებმა CodeMonkey-ის პლატფორმაზე შესასვლელად. არჩევანის გაკეთების შემდეგ კი დააჭირეთ მწვანე ღილაკს "Apply".

6. ბოლო ნაბიჯი კი არის მოსწავლეებისათის კლასის კოდის გადაცემა, რათა მათ შეძლონ დარეგისტრირება და შექმნან თავიანთი ანგარიშები, ან საჭიროების შემთხვევაში ჩაირიცხონ ახალ კლასში.

*კლასის კოდით კლასში მოსწავლის მიერთების მოქმედება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ. როგორც კი სტუდენტები შეუერთდებიან კლასს, ისინი დარჩებიან იქ და გამოიყენებენ შესვლის შერჩეულ მეთოდს თავიანთ ანგარიშზე წვდომისთვის.

დაგეხმარათ სასურველი ინფორმაციის მიღებაში?